სიორიძემ პირველ ტურის დასრულების შემდეგ სცადა ჩემთან მოლაპარაკება – ენმ-ის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე

ენმ-ის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. დავით მჟავანაძე “კურიერთან” საუბრისას ამბობს, რომ ბეგლარ სიორიძემ არჩევნების პირველ ტურის დასრულების შემდეგ მასთან მოლაპარაკება რამდენჯერმე სცადა. შეთავაზება ფინანსური გარიგების სანაცვლოდ დახმარებას გულისხმობდა. დავით მჟავანაძე აცხადებს, რომ ოზურგეთში არჩევნების მეორე ტურს ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტს უცხადებს.

„ბეგლარ სიორიძემ არჩევნების პირველ ტურის დასრულების შემდეგ რამდენჯერმე სცადა ჩემთან მოლაპარაკება, პირადად, ფინანსური გარიგების სანაცვლოდ დავხმარებოდი ბეგლარ სიორიძეს. რა თქმა უნდა, მან ყოველ ჯერზე მიიღო უარი და როგორც ჩანს, ეს უარი მან აღიქვა ისე, როგორც მისი კონკურენტის მხარდაჭერა. თუმცა, ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, ამ არჩევნებს უცხადებს ბოიკოტს და არ ვიღებთ მონაწილეობას,“ – განაცხადა დავით მჟავანაძემ.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი მიმართვას ავრცელებს – ,,გაყალბებული არჩევნების მეორე ტურში კენჭს იყრიან პატარა ბიძინები… არ მიიღოთ მონაწილეობა მორიგ ფარსში“
შემდეგი სტატიაარცერთ კანდიდატს ჩვენ არ ვუჭერთ მხარს, ვინაიდან ოცნების წარმომადგენელია ორივე – გიორგი როყვა