გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები დასავლეთში და აღმოსავლეთში თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
4 ნოემბერს დასავლეთში ჰაერის ტემპერატურა +18 +23 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთში – +13 +18.
თბილისშიც უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 6 ნოემბერს მოიმატებს. დღეს +18 გრადუსი იქნება.