სინაის ნახევარკუნძულზე, ქალაქ ელ-არიშში ორი აფეთქება მოხდა- არის მსხვერპლი

ეგვიპტეში, სინაის სახევარკუნძულის ქალაქ ელ-არიშში, ერთ-ერთ სასტუმროსთან მომხდარ ორ აფეთქებას მინიმუმ სამი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 12 ადამიანი.

ეგვიპტური მედიის ცნობით, სასტუმროსთან, სადაც საარჩევნო კომისიის წევრები იმყოფებოდნენ, ჯერ დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, ათი წუთის შემდეგ კი კიდევ ერთი აფეთქება განხორციელდა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები, სამხედროები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

როგორც „როიტერი“ იტყობინება, დაღუპულთაგან ერთი პოლიციელია. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

 

banner
წინა სტატიაშიგამკაცრებული კონტროლი საზღვრებზე და მობილიზებული დამატებითი ძალები – შსს განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 17 პირი დააკავეს