სილამაზის დედოფალმა ტრამპი დამცირებაში დაადანაშაულა

სილამაზის დედოფალმა ტრამპი დამცირებაში დაადანაშაულა

4-1“მის სამყარო-1996”-ის გამარჯვებულმა, ვენესუელელმა ალისია მაჩადომ აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი უხეშ მოპყრობასა და შეურაცხყოფაში დაადანაშაულა – დღეს “სიენენი” ავრცელებს.
მაჩადოს თქმით, სილამაზის კონკურის შემდეგ როცა მან წონაში მოიმატა, ტრამპმა მას “მის საშინაო საქმეები” და “მისს პიგგი” (ელიტური ღორი, ამერიკული სატელევიზიო შოუს გმირი) შეარქვა. “ის ძალიან აგრესიული და უხეში იყო. ის ძალიან ცუდად მექცეოდა” – განაცხადა სილამაზის კონკურსის გამარჯვებულმა და აღნიშნა, რომ შეუძლებელია ლათინური ამერიკის ქალებისადმი ტრამპის შეურაცხყოფების უყურადღებოდ დატოვება.

აშშ-ს საპრეზიდენტო არცევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“8 ოქტომბრის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ აღარ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში და ეს იქნება ქართული დემოკრატიის გამარჯვება”
შემდეგი სტატიაგია ლორთქიფანიძეს პატიმრობა შეეფარდა