სიგარეტის მოწევაზე დაკისრებული ჯარიმებით ხელისუფლება დამატებითი მილიონების შოვნას აპირებს – შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს.

შალვა ნათელაშვილი დახურულ სივრცეში სიგარეტის მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული კანონის გაუქმებას ითხოვს, რომელიც, ლეიბორისტების ლიდერის შეფასებით, დისკრიმინაციულია და საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება.

შალვა ნათელაშვილის აზრით, კანონი ბიუჯეტის შევსების და ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლების შეზღუდვის მიზნით მიიღეს.

„მოხდა უპრეცედენტო რამ, ნარკომოხმარებას ხელისუფლებამ ლეგალიზაცია მისცა და ბიუჯეტის შესავსებად სიგარეტის მოწევაზე დაკისრებული ჯარიმებით აპირებს დამატებითი მილიონების შოვნას. შესაბამისად, ჩვენ შეგვაქვს სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რათა გაუქმებული იქნას მიღებული ანტიდემოკრატიული, დისკრიმინაციული და საერთაშორისო სამართლის დამრღვევი ნორმები,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირიყის პარკში დღეს ევროპის დღეების გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება
შემდეგი სტატია“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი, ელისო კილაძე, ნარკოტიკის ჩადების სავარაუდო ფაქტს ასაჯაროებს