სიდნეის ერთერთ ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა

სიდნეის ერთერთ ცათამბჯენში სტუმრების ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი ხანძარი გახდა, რომელიც შების პირველ სართულზე მდებარე პრესტიჟულ რესტორანში გაჩნდა.

მაშველების ინფორმაციით, ცეცხლი სამზარეულოში გაჩნდა და მალევე გავრცელდა. ხანძარმა შენობის რამდენიმე სართული დააზიანა.

ხანძრის ჩასაქრობად მაშველებს 2 საათზე მეტი დრო დასჭირდათ. მათი განცხადებით, ძლიერი კვამლის მიუხედავად, არავინ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაშიცრუ განგაში რომის რკინიგზის სადგურზე – უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ირანის პრეზიდენტის ვიზიტს უკავშირდება
შემდეგი სტატიადიდთოვლობის გამო ბათუმში სასწავლო პროცესი შეჩერებულია