“სიამოვნებით გვექნება ურთიერთობა ვიქტორ დოლიძესთან, ვახტანგ ხმალაძესთან და ნოდარ ებანოიძესთან”

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ვიქტორ დოლიძესთან, ვახტანგ ხმალაძესთან და ნოდარ ებანოიძესთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს და აცხადებს, რომ აღნიშნულ დეპუტატებს სახელმწიფობრივ პოზიციაზე წინ არასოდეს არაფერი დაუყენებიათ. მისივე თქმით, ვიქტორ დოლიძესთან დაკავშირებით, მინისტრობაზე საუბარი არ ყოფილა.

“თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ სხვანაირი თანამშრომლობა, თუ არა მინისტრად დანიშვნა და მე გეუბნებით, რომ მნიშვნელოვანია, როცა ოპონირების რეჟიმში მყოფი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მუშაობს პარლამენტში დ სახელმწიფო ინტერესებიდან გამოდის…კიდევ ითქვა ის, რომ თუკი იქნება სამომავლოდ ურთიერთობის შესაძლებლობა, სიამოვნებით გვექნება ვიქტორ დოლიძესთან ურიერთობა, ისევე როგორც მე ვფიქრობ, ვახტანგ ხმალაძესთან, ნოდარ ებანოიძესთან. არიან ადამიანები, რომლებიც არასოდეს არ გადაცდნენ იმ პრინციპს, რასაც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე საქმიანობა ჰქვია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკურმა პარტიამ ტრამპს სკანდალის შემდეგ მაინც დაუჭირა მხარი
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე- “დაინდეთ თქვენი დედები!”