შვედმა ფოტოგრაფმა მსოფლიოს აჩვენა სად ძინავთ სირიელ ბავშვებს

შვედმა ფოტოგრაფმა აჩვენა სად ძინავთ სირიელ ბავშვებს

შვედმა ფოტოგრაფმა, მანგუს ვენმენმა წარმოადგინა ფოტოპროექტი, სადაც აჩვენა სად ძინავთ სირიელი ლტოლვილების შვილებს.
ფოტოპროექტზე მუშაობისას, რომლის სახელია “სად ძინავთ ბავშვებს”, ფოტოგრაფმა თითქმის ყველა ქვეყანა შემოიარა, სადაც შეიძლებოდა ენახა სირიის ომიდან გამოქცეულები – წერს National Geographic-ი. ვენმენის თქმით, ფოტოების მიზანია ომის შედეგების და ბავშვების საცხოვრებელი პირობების ჩვენება.
“მარტივი არ არის გავიგოთ სიტყვების “ლტოლვილების კრიზისის” გაგება”, მაგრამ რთული არაფერია იმის გაგებაში, რომ ყველა ბავშვს დასაძინებლად უსაფრთხო ადგილი სჭირდება – ამბობს ფოტოგრაფი.
ფოტო-პროექტი “სად ძინავთ ბავშვებს” წარდგენილი იყო 2016 წლის World Press Photo Contest-ის პრემიაზე, სადაც მესამე ადგილი დაიკავა.

 

 

banner
წინა სტატიაშიგაფიცული მეშახტეების ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრის პირველი ვიდეოკადრები გავრცელდა
შემდეგი სტატიაელისო ჩაფიძე “ქართულ ოცნებას” პირობებს უყენებს