შვედეთში მუსლიმი ქალი სამსახურიდან წავიდა იმის გამო, რომ მამაკაცებისათვის უწევდა ხელის ჩამორთმევა

მუსლიმი ქალი, რომელიც შვედეთში მასწავლებლის დამხმარედ მუშაობდა, სკოლიდან იმის გამო წავიდა, რომ მამაკაცებისათვის უწევდა ხელის ჩამორთმევა – The Independent-ი წერს.
ფარდუს ელ-საკა ჰალსინგბორგის ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში მუშაობდა. 20 წლის ქალი, საკუთარ მამაკაც კოლეგებს არ ართმევდა ხელს, არამედ, ხელს გულზე იდებდა და თავს ხრიდა. მისმა ერთ-ერთმა კოლეგამ ამის გამო თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და სკოლის დირექტორთან დისკრიმინაციაზე იჩივლა. ქალი დირექტორთან გამოიძახეს. მას აუხსნეს, რომ ის ვალდებულია “ძირითადი ღირებულებები” მიიღოს, თუკი სკოლაში მუშაობის გაგრძელება სურს.
“ჩვენი სკოლა ყველას ერთნაირად იღებს, არავითარი განსხვავებები ურთიერთობებში არა გვაქვს, ცხადია, იგივეს ვითხოვთ პერსონალისგანაც” – განაცხადა დირექტორმა და დაამატა, რომ თანამშრომელი თვითონ წავიდა სკოლიდან და რომ შენიშვნა მას რელიგიის გამო კი არ მისცეს, არამედ იმის გამო, რომ ის ქალებს და მამაკაცებს სხვადასხვანაირად ექცეოდა.
ელ-საკკას საქმეს სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციისათვის ომბუდსმენი შეისწავლის.

banner
წინა სტატიაშიგიულენმა თურქეთში დაბრუნებაზე მზაობა გამოთქვა
შემდეგი სტატიაWikiLeaks-ის ინფორმატორს თვითმკვლელობის მცდელობისთვის ორი კვირით კამერაში მარტო ჯდომა მიუსაჯეს