შვედ პოლიციელებს ათობით ახალგაზრდამ მოლოტოვის კოქტეილი და ქვები ესროლა

ნიღბიანმა ახალგაზრდებმა შვედეთში, ქალაქ გოტებორგის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ჰამარკიულენის რაიონში არეულობები მოაწყვეს – Expressen-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი წუხელ გვიან მოხდა. დაახლოებით 30-მა ახალგაზრდამ პოლიციის პატრულს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. ერთი სამართალდამცავი დაშავდა. პროტესტანტებმა ცეცხლი წაუკიდეს ერთ მანქანას, კაფეებში კი ვიტრინები ჩატეხეს. პოლიციამ დამატებითი რაზმი გამოიძახა. პოლიციის წარმომადგენელმა სტეფან გუსტაფსონმა განაცხადა, რომ საუბარია არა სოციალურ პროტესტზე, არამედ, კრიმინალზე. თავდამსხმელების მოქმედება კვალიფიცირებულია, როგორც პოლიციელებზე თავდასხმა, მასობრივი არეულობის მოწყობა და ვანდალიზმი, კერძო საკუთრების ხელყოფა.

თავდამსხმელები ადგილზე ვერ დააკავეს და მათი იდენთიფიცირებაც ჯერჯერობით არ მომხდარა, რადგანაც მათ ნიღბები ეკეთათ.

banner
წინა სტატიაშიამერიკამ კორეის ნაპირებთან ფლოტი გააგზავნა
შემდეგი სტატიაჰოლანდიელები ნაცემი გეების დასაცავად გამოვიდნენ