შუმახერის შვილი “ფორმულა-3”-ში გამოვა

მიკ შუმახერი, რომელიც “ფორმულა-1” -ის შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის შვილია, Prema Powerteam-ის გუნდს უერთდება, რომელიც “ფორმულა-3”-ის ევროპის ჩემპიონატზე გამოვა – ამის შესახებ სპორტსმენმა f1i.com-ს მოუთხრო.
“ფორმულა-3”-ში გადასვლა ჩემთვის იდეალური ნაბჯი იქნება, ვერ ვითმენ ახალი სეზონის დაწყებამდე. ასევე, მოხარული ვარ Prema-ში დარჩენის გამო, ეს პროფესიონალების ჯგუფია და მე ისევ მექნება შესაძლებლობა ბევრი რამ გავიგო – თქვა შუმახერ-უმცროსმა, რომელიც Prema-ს გუნდში იქნება 2017 წლის სეზონზე.

მიკის მამა შვეიცარიაში მკურნალობის კურსს გადის. ის კლინიკიდან საკუთარ ვილაში 2014 წელს დაბრუნდა, მანამდე თითქმის ნახევარი წელი ის კომაში იყო. შემთხვევა 2013 წლის დეკემბერში მოხდა, როცა შვიდგზის ჩემპიონი თხილამურებით სრიალისას თავი ქვას დაარტყა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: სოფ.დიღმის პოლიციის უფროსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
შემდეგი სტატიატრამპი: გაერომ ისრაელს დიდი ზიანი მიაყენა