შუმახერის ოჯახი “სამედიცინო სასწაულს” ელოდება

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის რეაბილიტაციის პროცესი ისევ გასაიდუმლოებულია, თუმცა, ბრიტანულმა გაზეთმა Mirror-მა საკუთარი წყაროს მეშვეობით გაარკვია, რომ ლეგენდარული გერმანელის ოჯახის წევრებს ჯერ ისევ აქვთ მიხაელის გამოჯანმრთელების იმედი.

“ის შორეული სამყაროდან გზავნის სიგნალებს. მის მეუღლესა და შვილებს კვლავაც სამედიცინო სასწაულის იმედი აქვთ”, – დაწერა Mirror-მა.

2013 წლის დეკემბერში მიხაელ შუმახერმა თხილამურებით სრიალისას თავის ქალის უმძიმესი ტრავმა მიიღო და მას შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის.

ბოლო ინფორმაციით, გერმანელი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, მისი წონა 45 კილოგრამს შეადგენს, სიმაღლე – 160 სანტიმეტრია. ადრე, პილოტის წონა 74 კილოგრამი იყო, სიმაღლე – 174 სანტიმეტრი

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ევროკომისიამ საკონსტიტუციო რეფორმას მაღალი შეფასება მისცა
შემდეგი სტატიაპროკურატურა 13 წლის გოგონასთან სქესობრივ კავშირში ბრალდებულისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთაზე ინფორმაციას ავრცელებს