შულცი გერმანიის კანცლერის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს

ევროპარლამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მარტინ შულცი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე გერმანიის კანცლერის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს – მან ხმების 100% მიიღო.
შულცს 608-დან 605-მა დელეგატმა გამოუცხადა ნდობა. სამი ბიულეტენი გაბათილდა. ყრილობა დღეს ბერლინში მიმდინარეობს. მას 3 ათასი დელეგატი და 500-მდე ჟურნალისტი ესწრება.

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 24 სექტემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისაიდუმლო სარკინიგზო ეშელონი აფხაზეთში
შემდეგი სტატია(video) ცხინვალის მოსახლეობა კოკოითის გარეშე დანიშნულ არჩევნებს აპროტესტებს