შუახევში, მდინარეში გაუჩინარებული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

14 წლის ბიჭია, რომელიც ოთხი დღის წინ გაუჩინარდა, მაშველებმა დღეს დილით, გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდი შუახევში, სოფელ შუბანში მდინარეში გადავარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვები ბურთს თამაშობდნენ, რომელიც მდინარეში გადავარდა და მოზარდი ბურთის მოსატანად წყალში შევიდა, რის შემდეგაც ის აღარ დაუნახავთ.
სამძებრო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაშველებს ადგილობრივებიც ეხმარებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიდავით ერაძე და თამთა მურადაშვილი დაზარალებულად ცნეს
შემდეგი სტატია„საძელეს“ საბაგიროზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მოკვლევის პირველადი შედეგი დღეს გახდება ცნობილი