შუა სეზონზე აფხაზეთს ტურისტები ტოვებენ

afxazetiკურორტებისა და ტურიზმის აფხაზეთის დე-ფაქტო მინისტრმა, ავთანდილ გარცკიამ განაცახადა, რომ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები ტურისტებისთვის არ არის საშიში – წერს ადგილობრივი მედია.
“ტურისტიდან ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდება. აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები ტურისტებისათვის საშიში არ არის” – განაცხადა მან. მისი თქმით, დამფრთხალი ტურისტები ჩემოდნებს ალაგებენ და აფხაზეთიდან მიდიან 5 ივლისს სოხუმის მოვლენების შემდეგ.
გარცკიას თქმით, საკურორტო სეზონი და ტურისტები აფხაზი მოსახლეობის ერთადერთი შემოსავალია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოხუმში შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით არეულობები დაიწყო. ოპოზიციამ გამოიყენა მოლოტოვის კოქტეილი.

banner
წინა სტატიაშიიემენის აეროპორტში აფეთქებას 10 ადამიანი შეწირა
შემდეგი სტატიადავით სანაკოევი: სამხრეთ ოსეთში დაკარგული ადამიანები საქართველოში არიან