შუა საუკუნეების ფეოდალის ნამოსახლარს მიაკვლიეს

არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ლაგოდეხში, შუა საუკუნეების ფეოდალის ნამოსახლარს მიაკვლიეს. სამუშაოები სოფელ ზემო მსხალგორში მიმდინარეობს.

წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ნამოსახლარი სავარაუდოდ, XII-XIV საუკუნეებს განეკუთვნება.

არქეოლოგ ქეთევან დიღმელიშვილის ინფორმაციით, იგი კახეთის ერთ-ერთ გავლენიან ფეოდალს ეკუთვნის.

აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვა ნივთებსაც მიაკვლიეს.

მათ შორის, ორი საწნახელი და დამტვრეული თიხის ჭურჭელია ნაპოვნი, რაც დიღმელიშვილის თქმით, იმაზე მიანიშნებს, რომ კომპლექსის ტერიტორიაზე ღვინის წარმოება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.

ამავე ტერიტორიაზე ადამიანის ძვლებიც აღმოაჩინეს, რაც შესწავლას საჭიროებს.

ტაძრის მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით გაითხარა.

აღმოჩენილ ნივთებს ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაიცავენ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ბაზარი საქართველოს პროდუქციისათვის მაქსიმალურად სრულყოფილად გაიხსნება – ნინო ბურჯანაძე
შემდეგი სტატიაიქნება თუ არა ყოფილი ლედი მაჟორიტარობის კანდიდატი – მასშტაბური ღონისძიება განმუხურში