შტორმი, ელჭექი და ძლიერი წვიმა – დღეს საღამოდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 4 ივლისის დღის ბოლოდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ჰაერის ცივი მასების გავრცელება, რაც ზღვის სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან დაკლებას, ქარს, დროგამოშვებით ძლიერს, ზღვაზე შტორმს, ელჭექს და ნალექებს გამოიწვევს. 5-დან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასების გავრცელების გამო აგრილდება, მოსალოდნელია ნალექი (უმეტესად დასავლეთ საქართველში), ზოგან ძლიერი, ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა.

banner
წინა სტატიაშიინდოელი ბიზნესმენის აკბარ ქურეშის ქართველმა ადვოკატმა უკვე მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას
შემდეგი სტატიათურქეთის მთავარი ოპოზიციური ″სახალხო რესპუბლიკური პარტია″ რეფერენდუმის შედეგებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს