შტაინმაიერმა ტრამპის მიერ ნათქვამი “მოძველებული ნატოს” გამო შეშფოთება გამოთქვა

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიტყვები იმის შესახებ, რომ ნატო მოძველებული ორგანიზაციაა, ალიანსის ხელმძღვანელობაში შეშფოთებას იწვევს – ამის შესახებ დღეს, 16 იანვარს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ჩრდილოატლანტკური გაერთიანების ხელმძღვანელთან, იენს სტოლტენბერგთან საუბრის შემდეგ განაცხადა – Der Spiegel-ი წერს.
“ამ გამონათქვამებმა აქ, ბრიუსელში გაოცება და აღელვება გამოიწვია. და ეჭვი მაქვს, რომ არა მხოლოდ ბრიუსელში” – გამოცემა მინისტრს ციტირებს.

გუშინ დონალდ ტრამპმა The Times-თან და Bild -თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს მოძველებულ ორგანიზაციად თვლის. “დიდი ხანია ვამბობ, რომ ნატოს პრობლემა აქვს. პირველი, რომ ის პროქტირებულია წლების წინ და მეორე, ქვეყნები არ იხდიან იმას, რაც უნდა გადაიხადონ” – თქვა ტრამპმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი ტერორიზმს არასაკმარის ყურადღებას აქცევს. ამასთანავე, მან აღიარა, რომ რომ ყველაფრის მიუხედავად, ნატო მისთვის “ძალიან მნიშვნელოვანია”.

banner
წინა სტატიაში“ოთხივე ბედკრული საქართველოს შვილები არიან”- ფოტო ენმ-ს წარსულიდან
შემდეგი სტატიატრამპმა მერკელის მიგრაციის პოლიტიკას “კატასტროფული შეცდომა” უწოდა