შტაინმაიერი: აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავალს გაურკვეველს გახდის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი შეშფოთებას გამოთქვამს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად დონალდ ტრამპის წარდგენის გამო. ამის შესახებ გერმანიის მთავარმა დიპლომატმა გამოცემა Passauer Neue Presse-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“მე ძალიან მაშფოთებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა ტრამპმა გამოიწვია მთელი პოლიტიკური ელიტა იმის მიუხედავად, რომ თავად განეკუთვნება მას, და სწორედ ამის გამო მიიღო მხარდაჭერა”, – აღნიშნა შტაინმაიერმა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, სურათი, რომელსაც დონალდ ტრამპი ხატავს, გროტესკულია. მისი განმარტებით, ამერიკელი მილიარდერი აშშ-ს შიდა და გარე მტრების გარემოცვაში ხატავს და წარმოაჩენს, თითქოს ქვეყანა ოკუპირებული ტერიტორიააა. ამავე დროს, ტრამპი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მსოფლიო კონფლიქტებს უნდა გაერიდოს. “რამდენად თავსებადია ერთი მეორესთან, ვერ განვმარტავ”, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შტაინმაიერის თქმით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავალს გაურკვეველს გახდის.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა: NDI-ის კვლევის საიმედოობაზე არ მაქვს კარგი შეხედულება
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: ბიძინა ივანიშვილს ხელში ძმების პავლე და კოტე კუბლაშვილების აუდიო ჩანაწერი ჩაუვარდა