შსს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო (+ვიდეო)

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის
ინსპექტორების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1965 წელს
დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის
ქვეშ მყოფი ზ.ქ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, დუშეთში დააკავეს. მის მიერ
ჩადენილი დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ ,,თაიმერს” სამინისტროდან აცნობეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას,
კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 264
საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2
ნაწილით.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაგოდეხის რაიონში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო სამსონ ქუთათელაძის მკველობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს