შსს თათია დოლიძის მიმართ ძალადობის მუქარის შესახებ განმარტებას აკეთებს

შსს-ს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე სოციალურ ქსელში მის მიმართ გაჟეღებულ ძალადობის მუქარაზე უწყებაში საჩივარს შეიტანს, მასზე შესაბამისი რეაგირება მოხდება.

თათია დოლიძე თბილისში ჩატარებულ “ქართველთა მარშს” სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რასაც აქციის ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივი მუქარის შემცველი საჯარო კომენტარები მოჰყვა.

Facebook პოსტში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია, მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი და მიხეილ ამისულაშვილი თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებიან.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვები არ გვექნება
შემდეგი სტატიაყველა კომპანიისთვის ტრანსპორტირების ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 1,884 თეთრი იქნება