,,შსს-თან სპორტსმენების გათავისუფლებას კახა კალაძის სიძე ითხოვს”

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილთა შორის კახა კალაძის სიძე იმყოფება. ამის შესახებ გადაცემა არჩევანში დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ასეთი გზით ვიცე-პრემიერი ძალოვან უწყებაზე ზეწოლას ახორციელებს.

„ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დგას და იმუქრება, რომ ამ სპორტსმენებს არ დააჭერინებს, ჩემი ინფორმაციით, არის კახა კალაძის სიძე. რა ხდება, რომ ვიცე-პრემიერი პირდაპირ აშანტაჟებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ იქ არ მოხდეს ამ სპორტსმენების დაკავება თუ რა პროცესთან გვაქვს საქმე?“ – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ის დარწმუნებულია, რომ არავის დაკავება არ მოხდება, რადგან „მთავრობა თავისთავს ვერ დაიჭერს, ჯერ დაავალა მათ და შემდეგ მათი დაკავება ვერაფრით ვერ მოხერხდება“.

გადაცემა არჩევანში ადვოკატმა კობა კობახიძემ დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სპორტსმენების გათავისუფლებას კახა კალაძის დის ქმარი, პაატა აბულაძე, ითხოვს.

banner
წინა სტატიაში,,ხელისუფლებას ქვეყანა მიჰყავს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ”
შემდეგი სტატია“ბეიზბოლის ბიტები” ჰქონდათ, შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ”