შსს-ში გამოკითხვაზე 51-ე სკოლის მოსწავლე მივიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე ლევან დადუნაშვილის მეგობარი მივიდა.

51-ე სკოლის მოსწავლე შსს-ში მშობელთან და ადვოკატთან ერთად მივიდა.

ადვოკატის თქმით, მოზარდი ხელახალი გამოძიების ფარგლებში უკვე მეორედ დაიბარეს შსს-ში, თუმცა უფლებადამცველი არ აკონკრეტებს, რა არის ხელმეორედ გამოკითხვის მიზეზი და მიაწვდის თუ არა არასრულწლოვანი გამოძიებას რაიმე ახალ ინფორმაციას.

შსს-ში გამოკითხვაზე ამ დრომდე იმყოფება ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე.

banner
წინა სტატიაშიადა მარშანია – როგორ ვენდო კომისიას, სადაც უმრავლესობაში ნაციონალური, კრიმინალური მოძრაობის წევრები არიან
შემდეგი სტატიაშსს-ში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ