შსს-ში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული მივიდნენ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შეხვედრა გაიმართება. მათივე თქმით, შეხვედრა სავარაუდოდ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შედგება.

პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ შსს-ში დახურული შეხვედრა იმართება, თუმცა უწყებაში შეხვედრის თემას არ აკონკრეტებენ. უწყებაში ასევე არ აკეთებენ კომენტარს, ესწრება თუ არა შეხვედრას გიორგი გახარია.

banner
წინა სტატიაშიშსს-ში გამოკითხვაზე 51-ე სკოლის მოსწავლე მივიდა
შემდეგი სტატია9 დაკავებული და აქცია ჭიათურის პოლიციასთან – პროკურატურამ სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო