შსს-ში აცხადებენ, რომ ესპანეთში მიმდინარე სპეცოპერაციაში ქართული მხარეც ჩართულია

ესპანეთში მიმდინარე სპეცოპერაციაში ჩართულია ქართული მხარეც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს  საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ სპეცოპერაცია ჯერ დასრულებული არ არის და დამატებით ინფორმაციას, მათ შორის, დაკავებულთა რაოდენობის შესახებ, მოგვიანებით გაავრცელებენ.

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდსა და კატალონიაში ქართული მაფიის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 16 პირი დააკავეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი ძირითადად ყაჩაღობითა და ფულის გათეთრებით იყო დაკავებული.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ და კატალონიის პოლიციამ დღეს დილით ქართული მაფიის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყეს. მადრიდსა და კატალონიის რამდენიმე ქალაქში სხვადასხვა მისამართებზე პოლიცია ჩხრეკას ატარებს.

banner
წინა სტატიაშინათელა პატარკაციშვილის სახელობის კლინიკაში დევნილებისთვის უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები ჩატარდა
შემდეგი სტატიასაია – არასწორი და მიზანშეუწონელია მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები ფორსირებულად მიმდინარეობდეს