შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმიანება

SASZXVRO-DEPRATMENTI“დღეის მდგომარეობით, მამისონის უღელტეხილზე რუსეთის ფედერაციასთან საზღვარს უცვლელ კონტურებში საქართველოს შსს–ს სასაზღვრო პოლიცია აკონტროლებს. რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ძალები საქართველო–რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის ზოლზე საბჭოთა კავშირის დროინდელ მეტეოსადგურში ჯერ კიდევ 2009 წელს განთავსდნენ. მას შემდეგ, სიტუაცია უცვლელია. საზღვრის გადმოწევის ფაქტს რუსეთის მხრიდან ადგილი არ ჰქონია”–ინფორმაციას ამის შესახებ შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მამისონის უღელტეხილზე რუსეთის ფედერაციის დროშის ოფიციალურად აღმართვის თაობაზე ინფორმაცია “ლეიბორისტული პატიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობა გიორგი მარგველაშვილს კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია“რუსთავი 2″ ძალიან ბევრს მოიგებდა ერთხელ მაინც რომ მოეხადა ბოდიში იმ ცილისმწამებლური სიუჟეტებისათვის, რომელიც გადიოდა”