“შსს-ს უნდა ჰქონდეს სრული უფლებამოსილება, უზრუნველყოს ოკუპირებულ ზოლში მოქალაქეების უსაფრთხოება”

ოკუპირებულ ზოლში უსაფრთოხების არარსებობაზე საუბრობს ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც ზუგდიდში რუსი სამხედროს მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დაკრძალვას ესწრებოდა.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ჰქონდეს სრული უფლებამოსილება და პასუხისმგბელობა, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება და დაიცვას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. რაც შეეხება მკვლელებს, ეს არის ჩემი და დარწმუნებული ვარ ყველას პოზიცია, რომ ეს ადამიანი თუ ადამიანები, ვინც ჩიაიდნა უნდა დაისაჯოს“ -განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ხურჩაში რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორია დღეს ზუგდიდში დაკრძალეს.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: ნამდვილი დამოუკიდებლობა ჩვენ წინ გველოდება
შემდეგი სტატია“ქართული მხარე მოითხოვს, ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილები საქართველოს კანონმდებლობით დაისაჯონ”