ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანში, 5 ოჯახის საცხოვრებელი სახლების მიმდებარე
ტერიტორიასთან ტყის მასივი დაიძრა და მეწყერი ჩამოწვა, რამაც მოქალაქეების
სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს
მაშველებთან ერთად, საცხოვრებელი სახლებიდან 16 მოქალაქე გამოიყვანეს, მათ
შორის, 3 მცირეწლოვანია. ამ დროისთვის ყველა მათგანი ამავე სოფლის
ტერიტორიაზე უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.
პოლიციის თანამშრომლები, მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ
მეწყერთან ერთად ჩამოტანილი ხეებისგან აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდით
სამუშაოებში.