(VIDEO) შსს-ს თანამშრომლებმა, “მორფინის” უკანონო შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული ელზა მ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, საკუთარი ავტომანქანით რუსთავიდან ხაშურის მიმართულებით გადაადგილებისას, გომში დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის ხელჩანთის ჩხრეკისას, 14 ამპულა ნარკოტიკული საშუალება “მორფინი” ამოიღო. ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ბერაია : „ჩვენი პოლიტიკური გუნდის საარჩევნო პროგრამა გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში “
შემდეგი სტატია(VIDEO) ესპანეთის ინტერპოლმა მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავა