(ვიდეო) შსს-ს თანამშრომლებმა 5 დაკარგული ტურისტი შატილის ხეობიდან გამოიყვანეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა და შსს-ს
სასაზღვრო პოლიციის პილოტებმა, ერთობლივად ჩატარებული წარმატებული
სამაშველო ღონისძიების შედეგად, 5 უცხოელი ტურისტი გადაარჩინეს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა
შეტყობინება იმის შესახებ, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, შატილის
ხეობაში, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ტურისტებს გზის
გაგრძელების საშუალება აღარ მისცა და ისინი დახმარებას საჭიროებდნენ.
უცხოელთა 17 კაციანი ჯგუფიდან 5 ტურისტის პოვნა ვერ ხერხდებოდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილისკენ დუშეთის
სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გაემართა. რთული რელიეფური და კლიმატური
პირობების გამო, ტრანსპორტით გადაადგილება ვერ მოხერხდა და მაშველებმა
დაკარგული ტურისტების ძებნა ქვეითად განაგრძეს.
ამინდის გაუმჯობესებისთანავე, სამაშველო ღონისძიებაში შსს-ს სასაზღვრო
პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
მაშველებმა ტურისტებთან კომუნიკაციის დამყარება და მათი ზუსტი
ადგილსამყოფელის დადგენა შეძლეს.
ერთობლივად ჩატარებული წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, შსს-ს
თანამშრომლებმა ხუთივე უცხოელი ტურისტი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
ამჟამად ისინი, 17 კაციანი ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად, თბილისში
იმყოფებიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დუშეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველებმა შატილის მიმდებარე
ტერიტორიაზე კიდევ 4 უცხოელი ტურისტი იპოვეს, რომლებსაც გზა აებნათ და უკან
დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ. ამჟამად ისინიც უსაფრთხო ადგილზე
იმყოფებიან. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფერენებმა შატილის მიმართულებით დღეს
რამდენიმე რეისი განახორციელეს და ადგილზე დარჩენილი 80-მდე ტურისტი
ბარისახოში გადმოიყვანეს.

 

https://youtu.be/bkTqVO46nQM

 

banner
წინა სტატიაშინახევარძმისგან დაფეხმძიმებულ 13 წლის გოგონა რუსეთში სკანდალის მიზეზი ხდება
შემდეგი სტატიალეხ ვალენსა ჰოსპიტალიზირებულია