შსს-ს რუსთავში დაკავებული პოლიციელების საქმეზე კომენტარს აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის ბექა დოჭვირის განცხადებით, როდესაც დგინდება პოლიციელის ბრალეულობა, მისი შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება. აღნიშნული განცხადება დოჭვირმა პროკურატურის მიერ შსს-ს ორი თანამშრომლის დაკავების შეფასებისას გააკეთა:

„საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ქ. რუსთავის 2 უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აქტიურად თანამშრომლობს პროკურატურასთან, რადგან ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა, რომ არც ერთ შემთხვევაზე არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები. ზოგადად პოლიციელების უპირობო დადანაშაულება გაუმართლებელია, თუმცა აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ როდესაც დგინდება პოლიციელის ბრალეულობა, მისი შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება“, – განაცხადა ბექა დოჭვირმა

banner
წინა სტატიაშიპანკისის სოლიდარობის აქცია თბილისში
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა უაქციზო საქონლის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა