შსს-ს პროექტი „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის -„მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტოს წარმომადგენლები თბილისის, ბათუმის და მარნეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ბათუმის N16 და მარნეულის N3 საჯარო სკოლების მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და მართლწესრიგის საკითხებზე ესაუბრნენ. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შინაგან საქმეთა სამინისტოს წარმომადგენლებმა მოზარდების ყველა შეკითხვას უპასუხეს.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელი კი თბილისის N1 კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელებს შეხვდა და მათ ტრეფიკინგზე, კიბერდანაშაულზე და მათი პრევენციის შესახებ ესაუბრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტი – „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ უკვე 2 წელია მიმდინარეობს. მისი მიზანია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა
შემდეგი სტატიარუსეთის პატრიარქი – უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ საქართველოს პატრიარქის ვიზიტს, ეკლესიების როლს ჩვენ ხალხებს შორის კეთილი ურთიერთობების შენარჩუნებაში