შსს-ს მაშველებმა თუშეთში მწყემსი გადაარჩინეს

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების და თბილისის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, თუშეთში მწყემსი გადაარჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ თუშეთში, სოფელ შავწყალაში, ადგილობრივი მწყემსი ღრმა ხევში ჩავარდა და დახმარებას საჭიროებდა.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა სამაშველო ჯგუფი. ღონისძიებაში ჩაერთო შსს–ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. მაშველებმა მწყემსი მალევე იპოვეს და ხევიდან უვნებლად ამოყვანეს.

მამაკაცს ხევში ჩავარდნის დროს მცირე ტრავმები ჰქონდა მიღებული. იგი ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს და საავადმყოფოში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშირობი უილიამსი: ქართველი მსმენელი იყო სენსაციური და ძალიან გულუხვი
შემდეგი სტატიასამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს