შსს–ს მაშველებმა კლდიდან გადავარდნილ მამაკაცს დახმარება აღმოუჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ პანკისის ხეობაში, რკინის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცი კლდიდან გადავარდა, დაშავდა და მაშველების დახმარებას საჭიროებდა, – ამის შესახებ ”თაიმერს” შს სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს მაშველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ და 20-წლამდე მამაკაცი უმოკლეს დროში ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია.

დაშავებული, მკურნალობის გაგრძელების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიიუშჩენკოს შეფასებით, ახლა უკრაინაში კორუფციის ყველაზე მაღალი დონეა
შემდეგი სტატიამთაწმინდის მე-13 უბნის შედეგების გადათვლის საქმე – სასამართლოში სხდომა იმართება