შსს-ს ინფორმაციით, საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე 8 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე 8 პირი დააკავეს.

როგორც  უწყებაში აცხადებენ, მოქალაქეები დაკავებული არიან ადმინისტრაციული წესით.

თბილისის საკრებულოსთან ”ნაციონალური მოძრაობის” აქცია გრძელდება. პარალელურად ასევე მიმდინარეობს „ევროპული საქართველოს“ აქცია.

საკრებულოს შენობასთან დღეს რამდენჯერმე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია დასრულდა
შემდეგი სტატიაენმ-ის აქციაზე ადმინისტრაციული წესით 8 პირი დააკავეს