შსს-ს ინფორმაციით, ახალციხეში მომხდარ ფაქტზე საქმე 178-ე, ძარცვის მუხლით აღიძრა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხეში მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 178-ე, ძარცვის მუხლით აღიძრა.

სამინისტროში სხვა დეტალებს ჯერ არ აკონკრეტებენ.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალციხეში, ”ნაციონალური მოძრაობის” შტაბის თანამშრომელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ელენე ხოშტარიას თქმით, პარტიის შტაბის წარმომადგენელი საარჩევნო შეხვედრის გადასაღებად მიდიოდა, რა დროსაც მის წინ მოძრავი გუბერნატორის ავტომობილი გაჩერდა, გადმოვიდნენ პირები და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, დამტვრეული კამერაც.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია : “ახალციხეში “ენმ”-ს შტაბის თანამშრომელს თავს დაესხნენ, რომელშიც გუბერნატორიც მონაწილეობდა”
შემდეგი სტატია“ფაქტია, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია აგრესიის შემდეგ,”-ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს