შსს-ს განცხადება გუგეშაშვილის მკვლელობაზე

დოდო გუგეშაშვილის საცხოვრებელ ბინაში განხირციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს:

დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს, დიღმის მასივში, მათსავე საცოხვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. შედეგად, დაიჭრა დოდო გუგეშაშვილი და ადგილზე გარდაიცვალა მისი შვილი.

“დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცოხვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაბენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები”, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.

banner
წინა სტატიაშიმე პირადად, ანა დოლიძის მიმართ მხოლოდ პატივისცემა შემიძლია დავაფიქსირო – თამარ ჩუგოშვილი
შემდეგი სტატია“პრეზიდენტს აქვს გარკვეული პოლიტიკური მიზნები”- მამუკა მდინარაძე