შსს-ს აკადემიას ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის კოორდინატორი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი, გივი მიქანაძე ნატო-ს სათაო ოფისის პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) კოორდინატორს, მარჩინ კოზიელს და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.

გივი მიქანაძემ სტუმრებს შსს-ს აკადემიაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მხარეებმა შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივაზე ისაუბრეს, რომელიც აკადემიის რეგიონულ-საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბებას გულისხმობს. გივი მიქანაძემ და მარჩინ კოზიელმა პოლიციელთა განათლების კუთხით სამომავლო გეგმები განიხილეს და არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რეალური და ვირტუალური ტირები დაათვალიერეს.

banner
წინა სტატიაშირომის პაპი საქართველოს პრეზიდენტმა, პირველმა ლედიმ და კათოლიკოს-პატრიარქმა გააცილეს
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ენმ-ს წევრებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს