შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ავტომანქანები გადაეცა

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, პოლიციის დეპარტამენტების ავტოპარკი მთელი საქართველოს მასშტაბით განახლდება.

შს მინისტრის პირველმა მოადგილემ შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს “შკოდას” მარკის 6 ახალი ავტომანქანა პირადად გადასცა.

ბესიკ ამირანაშვილის თქმით, დეპარტამენტის ავტოპარკის განახლების გადაწყვეტილება სამინისტრომ რეგიონებში სამართალდამცველების სამსახურებრივი შესაძლებლობების განვითარების მიზნით მიიღო.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი ავტომანქანები აჭარის რეგიონში პოლიციელების ოპერატიულ მუშაობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის და საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვას შეუწყობს ხელს.

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3479 ლარი გახდა
შემდეგი სტატიასაკრებულოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე თბილისის მერიამ კანდიდატურები წარადგინა