შსს პოლიციელის ცემის ფაქტი გახსნა-რა მოხდა 23 ივნისს კუკიაზე

 

„თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, 23 ივნისს, დაახლოებით, პირველის ნახევარზე, ცოტნე დადიანისა და ზაზიაშვილის ქუჩების კვეთაზე, დაუდგენელმა პირმა, სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისას, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომელს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა. როგორც „თაიმერს“ განუცხადეს პოლიციელი სამი იყო, თუმცა უცნობებმა შეურაცხყოფა მხოლოდ ერთ პოლიციელს მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტო “თაიმერის” ინფორმაციას ადასტურებს.

როგორც “თაიმერს”  უწყებაში  განუცხადეს პირი დადგენილია, მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მის დასაკავებლად. გამოძიება  353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს,  რაც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიტრამპის მრჩეველმა სიძემ, პალესტინაში მისია ჩააგდო
შემდეგი სტატია(video) ზაალ უდუმაშვილის თქმით, ის ენმ-ს მერობის კანდიდატია, თუმცა პარტიის წევრი არაა