შსს – პირველადი მონაცემებით, ხელვაჩაურში 12 წლის მოზარდზე გაუპატიურების ფაქტი არ დასტურდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, ხელვაჩაურში 12 წლის მოზარდზე გაუპატიურების ფაქტი არ დასტურდება.

უწყების ცნობით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 140-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის კავშირს 16 წლის ასაკის მიუღწეველთან.

თავის მხრივ, გოგონას მეზობლები აცხადებენ, რომ მოზარდს 18 წლის მამაკაცთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი გოგონასთან სექსუალურ კავშირს უარყოფს.

„ბავშვი გასულ კვირას დაიკარგა. 15:00 საათიდან შუაღამემდე ვეძებდით, მერე სამართალდამცავებმა იპოვეს“,- აცხადებს მეზობელი.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლომ თეა წულუკიანის სარჩელი შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ სრულად დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიადოდო გუგეშაშვილის შვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს