შსს პირველ ინფორმაციას ავრცელებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი დაჭრილი მოზარდების შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ ინფორმაციას ავრცელებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი დაჭრილი მოზარდების შესახებ. უწყების ცნობით, ერთი მოზარდი 35-ე სკოლის მოსწავლეა, ხოლო მეორე დაჭრილი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობს.

ასევე, სამართალდამცველ უწყებაში ამბობენ იმასაც, რომ პირი, ვინც დაჭრილი მოზარდები საავადმყოფოში გადაიყვანა ასევე პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა და ახლა მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანილი დაჭრილი მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე: აიკრძალოს ქვეყანაში არაკონდიცირებული საწვავის შემოტანა
შემდეგი სტატიასკოლის დირექტორის თქმით, მოსწავლეების დაჭრა სკოლის გარეთ მოხდა