შსს ორთაჭალაში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შსს-მ ბეჟაშვილის ცემის ფაქტზე საქმე აღძრა

შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

საუბარია ორთაჭალაში, ლგბტ თემის წარმომადგენლის დაჭრაში ბრალდებულ პირზე. შსს ორთაჭალაში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს ორთაჭალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნითა და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1982 წელს დაბადებულ ზ.შ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული რუსთავში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით)“ – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიცესკომ არჩევნების მეორე ტურების და განმეორებითი კენჭისყრის თარიღები განსაზღვრა
შემდეგი სტატიადაჭრილი ტრანსგენდერი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიემა