შსს “ნიუპოსტის” მთავარი რედაქტორის სახლის ჩხრეკაზე განცხადებას ავრცელებს

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

შსს ნიუპოსტის მთავარი რედაქტორის, ეკა შინდაგორიძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

გამოძიების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობით, გაიჩხრიკა 1989 წ. დაბადებული დავით ჯ.-ს საცხოვრებელი სახლი.

გამოძიების ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა. დავით ჯ. მოწმის სტატუსით გამოიკითხა.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მოცემული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიება კავშირში არ არის რომელიმე მედიასაშუალებასთან. ოპერატიული ინფორმაცია შეეხებოდა კონკრეტულ შესაძლო დანაშაულს მედიასაშუალების წარმომადგენლის ოჯახის წევრთან დაკავშირებით.

შსს-ს მტკიცე პოზიციაა, რომ ნებისმიერი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და უწყების რეაგირება მხოლოდ კანონის ჩარჩოებში ხორციელდება.”

შეგახსენებთ, რომ ჩხრეკა ეკა შინდაგორიძის სახლში გუშინ ჩატარდა, თუმცა სამართალდამცველებმა იარაღი ვერ აღმოაჩინეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გაფრთხილება
შემდეგი სტატიარუსეთში ხვანჭკარა, ტვიში, ახაშენი, წინანდალი, მუკუზანი და ქინძმარაული დარეგისტრირდა