შსს მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივლისი 11, 2018 17:05

შსს მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მნიშვნელოვანი

  • მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

სხვა სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტრო მესტიაში ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, დღეს, მესტიაში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ლ.ფ.-ს და მის ორ მეგობარს დაუდგენელმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ კი ლ.ფ. ცივი იარაღით დაჭრეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 11 ივლისს, ღამით, მესტიის რაიონული საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობით 1993 წელს დაბადებული ლ.ფ. შეიყვანეს. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში ლ.ფ. გარდაიცვალა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს, მესტიაში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ლ.ფ.-ს და მის ორ მეგობარს დაუდგენელმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ კი ლ.ფ. ცივი იარაღით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივლისი 11, 2018 17:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,159
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics