შსს-მ ზუგდიდში ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ზ.ფ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 23 ივლისს ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე ტექნიკის მაღაზიაში მდებარე შ.პ.ს ,,4 ფინანსი“ -ის მოლარე ოპერატორი იარაღის მუქარით დაააჩაღა, 3305 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, სამართალდამცველებმა ზ.ფ. მომხდარიდან 2 დღეში ზუგდიდში დააკავეს, პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით)

banner
წინა სტატიაშიNDI: გამოკითხულთა 66 %-ისთვის საქართველოს NATO-ში გაწევრიანება მისაღებია
შემდეგი სტატიასერიული ჰაკერული შეტევების შედეგად, პარალიზებულია საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საიტი