შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული შავლეგ კ. და 1980 წელს დაბადებული პაპუნა ქ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით პაპუნა ქ-მ ცეცხლსასროლი იარაღები შეიძინა და შავლეგ კ-ს საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

სამართალდამცველებმა, შავლეგ კ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის „ა-კა-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „TS 870“-ის მოდელის გლუვლულიანი სანადირო თოფი, ჰორიზონტალურად მოძრავი ჩამკეტით და ცილინდრული ფორმის მჭიდით, ასევე, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 38 საბრძოლო ვაზნა, 1 მჭიდი, ხელთათმანები და შავი ფერის ქუდი ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ბრალდებულებს ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიბიუროს სხდომაზე გაირკვევა როდის განიხილავენ დეპუტატები სარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო