შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს
დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების
ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული დ.ქ. თბილისში, გოგჩის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნაგანის სისტემის
არარეგისტრირებული რევოლვერი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის
დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია
სროლისათვის.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე
მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

banner
წინა სტატიაშილევან იზორია: თურქეთი საქართველოს უსაფრთხოებისათვის ყველაფერს აკეთებს
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო