შსს-მ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ონტოპოში დაკავებული 1970 წელს დაბადებული ს. ს. ანკარის ინტერპოლის მიერ 18.12.2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

ს. ს. დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 53/1-a, 53/1-c, 53/1-b, 53/1-d, 53/1-e, 53/3, 62/1, 58 და 52/2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც თაღლითობას და ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს.

ს. ს-ს მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები. ამ დროისთვის დაკავებული შესახლებულია პენიტენციალური დეპარტამენტის N2 დაწესებულებაში.

banner
წინა სტატიაშიგია გეგუჩაძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გაწვრთვნის
შემდეგი სტატიაფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი კახა ცხადაძის საკითხს განიხილავს