შსს-მ წალენჯიხაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა – ბრალდებულმა თვითმკვლელობა სცადა

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში, 1981 წელს დაბადებულმა ი.ქ.-მ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მშობლებს – 1931 წელს დაბადებულ ვ.ქ.-ს და 1931 წელს დაბადებულ რ.გ.-ს თავისა და კისრის არეში ნაჯახით მრავლობითი დაზიანება მიაყენა.

მიყენებული დაზიანებების შედეგადაც, ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ფსიქიკურადაა დაავადებული და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში აღრიცხვაზე იმყოფება.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ი.ქ.-მ საცხოვრებელი სახლის უკან არსებულ ტყის მასივში თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა სამართალდამცველებმა სუიციდი დროულად აღკვეთეს და ი.ქ. ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამჟამად იგი საავადმყოფოში ბადრაგის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“როდესაც ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც სამსახური აქვთ, როდესაც შვილები ხელცარიელ მშობლებს არ ელოდებიან, ყველაზე მეტად ეს მახარებს”
შემდეგი სტატია“დაუკარით ოსური! ფულიზა ვარ მოსული!”